საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაზიანებული საგზაო მონაკვეთების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

Construction News

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, დაზიანებული საგზაო მონაკვეთების აღასდგენად, მოვლა-შენახვის ფარგლებში, გზების პერიოდული შეკეთების სამუშაოებს მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე ახორციელებს.

„ამ დროისთვის, სამუშაოები მიმდინარეობს, თბილისი სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 2 კმ-ზე, სამტრედია ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ჯამში 19 კმ-ზე, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 13 კმ-ზე, ბონჯა-სათაფლიას გზის 6 კმ-ზე, სალხინო-დადიანების სასახლესთან მისასვლელი საავტომობილო გზის 4 კმ-ზე, აბაშა-მარტვილის საავტომობილო გზის 13 კმ-ზე, ზუგდიდი-ნარაზენი-ძველი ხიბულა-ახალი-ხიბულა-ზუბის საავტომობილო გზის 3 კმ-ზე, ახალციხე-ნინოწმინდა-სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი საავტომობილო გზის 18 კმ-ზე და ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის 11 კმ-ზე.

მიმდინარე კვირაში სამუშაოები დაიწყება ასევე, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 24 კმ-ზე, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 2 კმ-ზე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 8 კმ-ზე და ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 6 კმ-ზე.

პერიოდული შეკეთების სამუშაოების ფარგლებში, აღდგება დაზიანებული გზის საფარი, განთავსდება სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერები, ბეტონის პარაპეტები, საორიენტაციო ბოძკინტები და საგზაო ნიშნები, განხორციელდება განახლებული საგზაო მონაკვეთების ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა პერიოდულად ნაწილობრივ შეიზღუდება, რის გამოც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“ – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სტატიები