რუსთავში ციხის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს

Construction News

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის მონაწილეთა ნაწილმა კარვები გაშალა. ორგანიზატორები რუსთავის მაცხოვრებლებს მოუწოდებენ აქციას კარვებით შეუერთდნენ.

“პირველი არხის” ინფორმაციით, მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი კარავი არის გაშლილი, სადაც 24-საათიანი მორიგეობა დაწესდება. ამ ფორმით აქციის მონაწილეები კომპანიას მშენებლობის გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები რამდენიმე დღეა, ქალაქში ციხის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია იმან, რომ ციხის მესერი დასახლებულ პუნქტთან 30 მეტრშია. მათ იუსტიციის მინისტრს გადაწყვეტილების შესაცვლელად 24-საათიანი ვადა მისცეს.

15 აპრილს აქციის მონაწილეების მოთხოვნას იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რუსთავში ციხის მშენებლობის საკითხზე ულტიმატუმის ენას ვერ მიიღებს, თუმცა აცხადებს, რომ კონსულტაციებისთვის მზად არის.

მსგავსი სტატიები