რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის ორი შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგად CO-თი ხუთი ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
მოწამლულთა შორის 3 და 8 წლის ბავშვებიც არიან.
პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ინტოქსიკაციის მიზეზი ორივე შემთხვევაში, სავარაუდოდ, არასწორად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა.