რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით (CO) დედა-შვილი მოიწამლა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
„პირველი არხის“ ინფორმაციით, 37 წლის ასაკის ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს უგონო მდგომარეობაში დახვდა, 14 წლის მოზარდი კი, კონტაქტური იყო. ისინი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დედა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.