რუსთავში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობა სხვა ქალაქებთან შედარებით მაღალია

Construction News

რუსთავში, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობა სხვა ქალაქებთან შედარებით მაღალია, რისი მიზეზიც ქალაქში არსებული მეტალურგიული და ცემეტის საწარმოებია, თუმცა რუსთავის, ისევე როგორც სხვა ქალაქების, ატმოსფერულ ჰაერში, ტყვიის შემცველობა ნორმას არ აღემატება – აღნიშნულ ინფორმაციას “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი” ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჰაერის ტყვიით დაბინძურების ძირითადი წყარო ტყვიის შემცველი საწვავის მოხმარება იყო, რაც დღეის მდგომარეობით აკრძალულია. საწვავის ხარისხის კონტროლის მიზნით პერიოდულად ხორციელდება ბენზინგასამართი სადგურების ინსპექტირება და საწვავის სინჯების აღება.

ჰაერში ტყვიის კონცენტრაციის მონიტორინგი საქართველოს ოთხ უმსხვილეს ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში ხორციელდება. 2019 წელს, ჰაერში ტყვიის საშუალო წლიურმა კონცენტრაციამ შეადგინა:
• თბილისში – 0,09 მკგ/მ3
• რუსთავში – 0,13 მკგ/მ3.
• ქუთაისში -0,08 მკგ/მ3.
• ბათუმში 0,04 მკგ/მ3

ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის კონცენტრაციის ზღვრული ნორმა 0,5 მკგ/მ3-ს შეადგენს.

მსგავსი სტატიები