რუსთავში ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა

Construction News

რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე ჰაერის ხარისხის კვლევა მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით განხორციელდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მობილური სადგურის საშუალებით ადგილზე ატმოსფერული ჰაერის რვა დამაბინძურებელი ნივთიერების (PM10, PM2.5, ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი, NOX და ოზონი) კონცენტრაციები განისაზღვრა. მონიტორინგის შედეგად, დავით გარეჯის ქუჩაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა, ხოლო სხვა მავნე ნივთიერებების კონცენტრაციები კი შესაბამის ნორმებს არ აღემატებოდა.

სპეციალისტებმა რამდენიმე წერტილში ნიადაგის სინჯებიც აიღეს. აღებული სინჯები გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში იქნა გადატანილი კვლევებისთვის.

ამასთანავე, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით რუსთავში ჰაერის სტაციონალური სადგური დაამონტაჟდა, რომელიც ქალაქში ჰაერის ხარისხის ფონურ მდგომარეობას განსაზღვრავს.

მსგავსი სტატიები