“რუსთავის ფოლადის” თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება. ქარხანაში დასაქმებულებთან მოლაპარაკებები დილიდან მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, კონკრეტული შედეგით დასრულდა არამატურის მწარმოებელი საამქროს თანამშრომლებთან შეხვედრა. მათი მთავარი მოთხოვნა დაკმაყოფილდება და საამქრო სამის ნაცვლად, 4-ცვლიან სამუშაო გრაფიკზე გადავა.
ხოლო ფოლად-სადნობის საამქროს თანამშრომელთა ბედი, რომლებიც ხელფასის 50%-ით ზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, რამდენიმე დღეში გაირკვევა. კერძოდ, ამ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად ადმინისტრაციამ დრო ორშაბათამდე ითხოვა.
შეგახსენებთ, რომ “რუსთავის ფოლადის” თანამშრომლები გუშინ გაიფიცნენ.