რუსთავის პროფესიული კოლეჯი რეაბილიტაციის შემდეგ 1000 სტუდენტის მიღებას შეძლებს

Construction News

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 2 მილიონამდე ლარი რუსთავის პროფესიული კოლეჯის „მოდუსი“ რეაბილიტაციაზე დაიხარჯება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც სასწავლებლის ორ კორპუსში მიმდინარეობს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება. ორივე კორპუსი სრულად განახლდება და აღიჭურვება პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად საჭირო სპეციალური სახელოსნო დანადგარებით.

უწყების ცნობით, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, სასწავლო პროგრამების რაოდენობა 4-დან 16-მდე გაიზრდება და კოლეჯი 1000 სტუდენტის მიღებას შეძლებს.

დღეს, ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსმა, ზვიად როსტომაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

მსგავსი სტატიები