რუსთავის მეტალურგიულში მუშაკების ნაწილი გაიფიცა

Construction News

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშაკების ნაწილი დღეს გაიფიცა. ქარხანაში ამბობენ, რომ გაფიცული მუშაკების მოთხოვნებია – სამცვლიანი სისტემიდან ოთხცვლიან სისტემაზე გადასვლა, ანუ ერთი ცვლის დამატება, ასევე, ანაზღაურების გაზრდა.

გაფიცულია დაახლოებით 150-მდე თანამშრომელი. მუშაკები აცხადებენ, რომ 12 წელია მათი შრომის ანაზღაურება არ გაზრდილა და ხელფასის გაზრდას 1000 ლარამდე ითხოვენ.

ქარხნის ხელმძღვანელობამ მუშებს ერთდღიანი ვადა სთხოვა, რათა განიხილოს რამდენად შესაძლებელია მათი მოთხოვნების შესრულება. პასუხს ისინი ხვალ, 17 მაისს მიიღებენ

ფოტო – radiotavisupleba.ge

მსგავსი სტატიები