რუსთაველის თეატრში, იმ დეკორაციის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველო პრაღაში სცენის დიზაინის ფესტივალზე წარადგენს. სცენის დეკორაცია ოკუპირებულ რეგიონებსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა თემას მიეძღვნა.
აღნიშნულ ფესტივალში საქართველო პირველად მონაწილეობს. ნამუშევარს 8 ქართველი მონაწილე წარადგენს.
ფესტივალი პრაღაში ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.