რუსეთში ყველაზე კომფორტული ურბანული გარემოს მქონე რეგიონები გამოვლინდა

Construction News

რუსეთის მშენებლობის სამინისტრომ პრიორიტეტულ პროექტ “კომფორტული ურბანული გარემოს ფორმირების” ფარგლებში, ფედერაციის სუბიექტების რეიტინგი შეადგინა. მასში გასული წლის მონაცემებზეა საუბარი.

რეიტინგის ლიდერი მოსკოვის ოლქი გახდა, რომელმაც 122 ქულიდან 82 აიღო. მეორე ადგილზე 81 ქულით ტულის ოლქი გავიდა, მესამე პოზიცია კი 80 ქულით კრასნოიარსკის მხარემ და კალუგის ოლქმა გაინაწილეს.

რეიტინგი რუსეთის ფედერაციის 81 რეგიონის მონაცემების შეჯამების შედეგად შეიქმნა. რეიტინგში 28 კრიტერიუმი იყო ჩამოყალიბებული.

პროექტი “კომფორტული ურბანული გარემოს ფორმირება” 2018 წელს წარმატებით განხორციელდა. ჩვენ კარგი გამოხმაურება მივიღეთ ჩვენი თანამოქალაქეებისაგან, ტერიტორიებზე იქმნება ახალი საზოგადოებრივი სივრცეები, ხალხი კმაყოფილია ახალი სკვერებისა და პარკების მოწყობით – ქალაქები საკუთარი სახის შეცვლას იწყებენ. დასახლებებისა და ქალაქების გარდასახვაზე მუშაობა 2019 წელსაც გაგრძელდება”, – აცხადებს რუსეთის მშენებლობის სამინისტროს ხელმძღვანელი, ვლადიმერ იაკუშევი.

მსგავსი სტატიები