რუსეთში პირველი კერძო კოსმოდრომი აშენდება

Construction News

რუსეთში პირველად, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში კერძო კოსმოდრომი აშენდება. შესაბამისი ხელშეკრულება ოლქის ხელმძღვანელობასა და კომპანია “კოსმოკურსს” შორის უკვე გაფორმდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, კოსმოდრომიდან სუბორბიტალური ტურისტული რაკეტები გაფრინდება. ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 15 წუთი იქნება. ბილეთი 200-250 ათასი დოლარი ეღირება.

სავარაუდოდ, პირველი გაფრენა 2025 წელს განხორციელდება. პროექტში 2,6 მილიარდი რუბლის კერძო ინვესტიცია ჩაიდება.

ამ ეტაპზე მშენებლობის ადგილმდებარეობის დადგენა მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები