მდინარე ტუმანნაიაზე, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი აშენდება. მშენებლობის ვადები მიმდინარე წლის მარტში, ორმხრივი კომისიის სხდომაზე დადგინდება.
რუსულმა მხარემ უკვე შეიმუშავა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასკვნა. ამ ეტაპზე მთავარ ამოცანად პროექტის დაფინანსების საერთო სქემის შემუშავება სახელდება.
ობიექტი რუსული სამშენებლო სტანდარტების შესაბამისად აშენდება. პროექტის ფარგლებში, ხიდის გარდა, გათვალისწინებულია გზებისა და სასაზღვრო გამშვები პუნქტების მშენებლობაც.
ria.ru