რუსეთი სომხეთის ატომური ელექტროსადგურის რეაბილიტაციას გეგმავს

Construction News

რუსული კომპანია „როსატომი“ სომხეთში მეწამორის ატომური ელექტროსადგურის რესტავრაციის ვერსიას განიხილავს.  ამის შესახებ სოჭში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე „ატომეკსპო–2019“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ევგენი სალკოვმა განაცხადა.

„სპუტნიკ არმენიას“ ინფორმაციით, სადგურის კორპუსი ლითონის საფარითაა შეკრული, რომლის შიგნითაც ბირთვული რეაქცია მიმდინარეობს. დროთა განმავლობაში ლითონის კედელი თხელდება, რაც მისი გამოცვლის აუცილებლობაზე მიუთითებს. ამ ეტაპზე  საინჟინრო სამუშაოების კონკრეტული გეგმა მუშავდება.

რუსმა მეცნიერებმა წარმოადგინეს კორპუსის მაღალ ტემპერატურაზე გამოწრთობის იდეა. აღნიშნული ტექნოლოგია რუსეთში რამდენიმე ატომურ სადგურზეა გამოცდილი.

მსგავსი სტატიები