რუსეთში, პერმის მხარეში მდებარე ქიმიურ ქარხანაში, აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიისა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ერთი მძიმედ დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
აფეთქება ქალაქ ბერეზნიკიში მდებარე ამიაკის მწარმოებელ ქარხანაში მოხდა. საწარმო კომპანია „ურალხიმის“ ფილიალია.