რუმინეთში შეიმუშავეს ლაზერული მოწყობილობა, რომელიც მზის ენერგიის მეათედს გამოიმუშავებს

Modern Roofing

რუმინელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ლაზერული მოწყობილობა, რომელიც მზის ენერგიის მეათედს გამოიმუშავებს. ცდები რუმინეთში, მეგურელეს ბირთვული ფიზიკისა და ინჟინერიის ინსტიტუტში მკვლევართა ჯგუფმა ჩაატარა.

Tass. ru-ს ინფორმაციით, მოწყობილობის სიმძლავრე ზუსტად 10.88 პეტავატია, რაც ჯამში 10 მილიარდ 1 მილიონ ვატს უდრის. ეს სიმძლავრე დაახლოებით იმდენია, რამდენი ენერგიაც მზიდან გამოტყორცნილ ერთ სხივშია კონცენტრირებული.

კვლევის თანამონაწილე, აკადემიკოსი ნიკოლაი ზამფირის განმარტებით, მსგავსი მეცნიერული წარმატებისთვის მსოფლიოში ჯერ არავის მიუღწევია.

“ლაზერის სიმძლავრის” პროექტი რუმინეთში 2016 წლის სექტემბერში დაიწყო, პროექტის საერთო ღირებულება 356,2 მილიონი ევროა, საიდანაც 311 მილიონი ევროპულმა ფონდებმა გამოყვეს.

“გვაქვს მიზეზი, ვიამაყოთ რუმინელი მეცნიერების მიღწევით, რომლებმაც შეძლეს მსოფლიო მნიშვნელობის ყველაზე მძლავრი ლაზერული მოწყობილობის შემუშავება. მას ძალიან დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. მალე შესაძლებელი იქნება იმ ენერგომოწყობილობების ჩანაცვლება, რომელთა გამოყენება რუმინეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს ძვირი უჯდებათ“, – აღნიშნა რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიორიკა დენჩილემ.

რუმინელი მეცნიერები მაღალი სიმძლავრის ლაზერის გამოცდის ახალ ეტაპზე გადავლენ და მოდელს სამედიცინო სფეროში, სიმსივნურ თერაპიასა და დაავადებების დიაგნოსტირების საკითხშიც გამოცდიან.

მსგავსი სტატიები