რუმინეთში პროტესტის ნიშნად ერთი მეტრი სიგრძის გზა დააგეს

Construction News

რუმინელმა ბიზნესმენმა, სტეფან მანდაჩიმ პროტესტის ნიშნად ერთი მეტრი სიგრძის გზა დააგო. პროტესტის მიზეზი ქვეყანაში ცუდად განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა გახდა.

ერთმეტრიანი ახალი გზის გახსნის ცერემონია ქალაქ სუჩავაში ადგილობრივი მერის თანდასწრებით გაიმართა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუმინეთის მთლიანი საგზაო ქსელი დაახლოებით 805 კილომეტრს შეადგენს. ქვეყანაში ახალი გზების მშენებლობა ნელი ტემპებით მიმდინარეობს.

ევროკომისიის ინფორმაციით, ევროკავშირის ფარგლებში რუმინეთი იმ ქვეყნების შავი სიის ლიდერია, სადაც ყველაზე ხშირია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები. Euronews-ის ცნობით, 2017 წელს რუმინეთის გზებზე 1,900 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი სტატიები