რომელ თვეებშია ყველაზე კარგი საძირკვლის გაჭრა? – ასტროლოგის რჩევა

Construction News

ზამთრის სეზონის დასრულების შემდეგ, სამშენებლო სექტორი აქტიურად იწყებს საქმიანობას, თუმცა როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აცხადებს, სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ყოველი დღე თუ თვე არ არის მისაღები.

კითხვაზე, რომელ თვეებში იქნება ყველაზე კარგი მშენებლობის დაწყება, საძირკვლის გაჭრა, ასტროლოგმა შემდეგი პასუხი გაგვცა:

“ეს მარტო თვეებზე არ არის დამოკიდებული, დამოკიდებულია დღეებზეც, იმაზე თუ მთვარე რომელ ზოდიაქოს ნიშანს გადის იმ დღეებში. არის დღეები, როდესაც კარგია სახლის მშენებლობის დაწყება, მაგალითად, როცა სავსე მთვარე გადის კუროს ზოდიაქოს. მაგრამ არის დღეები, როდესაც იკრძალება მშენებლობის დაწყება, ამ დროს დაწყებულ სახლს უამრავი პრობლემა შეექმნება – ბევრჯერ შეჩერდება, მერე ისევ გაგრძელდება და ა.შ. რაც შეეხება თვეებს, 2019 წელს ყველაზე კარგია ამ შემთხვევაში მაისის თვე, რადგან ხელს უწყობს მშენებლობას და სამშენებლო პროცესებს, მერე იქნება ნოემბერი”, – განაცხადა ჩვენთან საუბარში მიხეილ ცაგარელმა.

მსგავსი სტატიები