როგორია ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები? – კვლევის შედეგი

Construction News

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, ავტომატური სადგურების საშუალებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხი თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გაზომა. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე უმნიშვნელო გადაჭარბება დაფიქსირდა 11 თებერვალს ქუთაისსა და რუსთავში, 12 თებერვალს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა – თბილისში წერეთლის გამზირზე 1.5 – ჯერ, ქუთაისსა და ბათუმში – 1.8-ჯერ, ხოლო რუსთავში – უმნიშვნელოდ. 13 თებერვალს რუსთავში – 1.3 – ჯერ, ხოლო ქუთაისში – 1.7 – ჯერ. 14 თებერვალს თბილისში წერეთლის გამზირზე – 1.1 – ჯერ, ვაშლიჯვარში – 1.2 – ჯერ, რუსთავში 1.7 – ჯერ, ქუთაისში 2 – ჯერ, ხოლო ვარკეთილში – უმნიშვნელოდ. 15 თებერვალს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე 1.7-ჯერ გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქუთაისში. 16, 17 და 18 თებერვალს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3 – ჯერ, ყაზბეგის გამზირსა და ბათუმში 1.1 – ჯერ, ხოლო ქუთაისში – უმნიშვნელოდ. ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება თბილისში წერეთლის გამზირზე 1.5 – ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.6 – ჯერ.

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ურეკის ქ. N5, N143 საჯარო სკოლასთან, გლინკას ქ.N18, ბაგა-ბაღი “ბენიკანასთან“, ხორნაბუჯის ქ.N21, N143 ბაგა-ბაღთან, გუდამაყრის ქ.N2, N9 ბაგა-ბაღთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

მსგავსი სტატიები