როგორია ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში?

Construction News

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობა ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

10 აპრილს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა:

რუსთავში ბათუმის ქუჩაზე 1.5-ჯერ, ქუთაისში 2.1-ჯერ და ბათუმში 1.6-ჯერ;

11 აპრილს რუსთავში ბათუმის ქუჩაზე 1.3-ჯერ, ხოლო ქუთაისში 2.1-ჯერ;

12 აპრილს ქუთაისში 1.5-ჯერ, ხოლო ბათუმში 1.2-ჯერ;

13 აპრილს მხოლოდ ქუთაისში 1.2-ჯერ;

14 აპრილს ბათუმში 1.8-ჯერ და ქუთაისში 1.4-ჯერ;

15 აპრილს თბილისში წერეთლის გამზირზე 1.1-ჯერ, რუსთავში ბათუმის ქუჩაზე 1.6-ჯერ და ქუთაისში 1.3-ჯერ.

12-14 აპრილს ატმოსფერული ჰაერის მობილური ავტომატური სადგური ფუნქციონირებდა რუსთავში დავით გარეჯის ქუჩაზე. 12 და 13 აპრილს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა, ხოლო 14 აპრილს გადაჭარბება დაფიქსირდა 1.3-ჯერ.

თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აიღეს ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის ქ.N7, საბავშვო ბაგა-ბაღთან ,,ნებიერი“; დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის ქ.N1, სკოლასთან ,,მთაწმინდელი“; დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის ქ.N15ა, N198 საბავშვო ბაღთან; დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის ქ.N9, სკოლასთან ,,ფესვები“. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

მსგავსი სტატიები