როგორია ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში?

Construction News

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგს განაგრძობს. 19-25 მარტის პერიოდში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციების გარდა, ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქუთაისში 19 მარტს 1.3-ჯერ, ხოლო 20 მარტს – 1.6-ჯერ. ნორმაზე გადაჭარბება ასევე დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 21 მარტს 1.4-ჯერ, ხოლო 22 მარტს უმნიშვნელოდ.

23 და 24 მარტს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 25 მარტს ნორმაზე უმნიშვნელო გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქუთაისში.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე 1.1-ჯერ, ხოლო ქუთაისში უმნიშვნელოდ.

ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება თბილისში წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.6-ჯერ.

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: გლდანი, VI მიკრორაიონი, N132-ე საჯარო სკოლასთან; გლდანი, თიანეთის გზატკეცილი N56, N6-ე საჯარო სკოლასთან; გლდანი, ხერგიანის ქ.N15ა, N115 საჯარო სკოლასთან; სოფ. გლდანი, N209-ე საჯარო სკოლასთან.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

მსგავსი სტატიები