როგორია ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში?

Construction News

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგს განაგძობს. 12-18 მარტის პერიოდში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციების გარდა, ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა.

12 მარტს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება მხოლოდ ქუთაისსა და ბათუმში დაფიქსირდა. 13 მარტს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცვლელი ჰაერის მასების გავრცელების გამო, ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ, ვარკეთილში 1.1-ჯერ, ბათუმში -1.2-ჯერ, ქუთაისში-1.6-ჯერ, ხოლო რუსთავში – 2.2-ჯერ.

14 მარტს ნორმაზე გადაჭარბება აღინიშნა მხოლოდ რუსთავში, რომელსაც მომდევნო დღეს ქუთაისიც დაემატა. მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება მონიტორინგის პროცესში მხოლოდ 17-18 მარტს არ დაფიქსირებულა.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე 1.1-ჯერ, ხოლო ბათუმსა და ქუთაისში უმნიშვნელოდ.

ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება თბილისსა (1.5-ჯერ) და ბათუმში(1.6-ჯერ).

თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: გლდანის ა მიკრორაიონი, 79-ე საბავშვო ბაგა-ბაღთან; ვარკეთილის IV მიკრორაიონი, სკოლა ,,ლომისთან“; გლდანის II მიკრორაიონი, N167-ე საჯარო სკოლასთან; ფორე მოსულიშვილის ქ.N33, N160-ე საჯარო სკოლასთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

მსგავსი სტატიები