როგორია ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები? – კვლევის შედეგი

Construction News

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგად, ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ავტომატური სადგურების საშუალებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხი თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გაზომა.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა 28 იანვარს თბილისში განთავსებულ სამ ავტომატურ სადგურზე. კერძოდ, წერეთლის გამზირზე – 1.5-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე – 2.1-ჯერ, ვაშლიჯვარში – 1.3-ჯერ, ქ.ქუთაისში 1.1-ჯერ, ხოლო ბათუმში 1.2-ჯერ. 29 იანვარს -თბილისში წერეთლის გამზირზე – 1.1-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე – 1.2-ჯერ, ქ.ქუთაისში 1.7-ჯერ, ხოლო ბათუმში 1.8-ჯერ. 30 იანვარს – წერეთლის გამზირზე – 1.3-ჯერ,  ვაშლიჯვარში – 1.2-ჯერ,   ქუთაისში – 1.3-ჯერ, ბათუმში კი 2.2-ჯერ. 31 იანვარს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე : კერძოდ ყაზბეგის გამზირზე 1.3-ჯერ, წერეთლის გამზირზე, ვარკეთილში, ვაშლიჯვარსა და ქუთაისში 1.5-ჯერ, ხოლო ბათუმში 1.7-ჯერ. პირველ თებერვალს წერეთლის გამზირზე – 2.2-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე – 1.7-ჯერ, ვარკეთილსა და ვაშლიჯვარში – 2-ჯერ, ხოლო ქუთაისში – უმნიშვნელოდ. ყველა ეს გადაჭარბება გამოწვეული იყო სინოპტიკური სიტუაციის შედეგად – საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოს მტვრის გავრცელების გამო. 2 თებერვალს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა, ხოლო 3 თებერვალს გადაჭარბება იყო  ქუთაისში 1.2-ჯერ და ბათუმში – 1.1-ჯერ.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირსა და ბათუმში 1.1-ჯერ, ხოლო ქუთაისში – უმნიშვნელოდ. ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება თბილისში წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.6-ჯერ.

თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: დიღმის მასივი, მე-4 კვარტალი, N23 საბავშვო ბაგა-ბაღთან. დიღმის მასივი, მე-5 კვარტალი, N40 საბავშვო ბაგა-ბაღთან, დიღმის მასივი, მე-4 კვარტალი 130-ე საჯარო სკოლასთან, დიღმის მასივი, მე-4 კვარტალი, N19 ბაგა-ბაღთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

მსგავსი სტატიები