“რიყე-ნარიყალას” საბაგირო გზა მგზავრებს შეცვლილი განრიგით მოემსახურება

Construction News

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს:

გეგმური სამუშაოების გამო “რიყე-ნარიყალას” საბაგირო გზა 4 და 5 მარტს მგზავრებს შეცვლილი განრიგით მოემსახურება. საბაგირო გზა მუშაობას 10:00 საათის ნაცვლად, 12:00 საათზე დაიწყებს.

აღნიშნულ პერიოდში ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პროცესი, კერძოდ, საბაგირო გზის ანძებზე, საპოხი სამუშაოებია დაგეგმილი.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!

მსგავსი სტატიები