თბილისში, რიყეზე, უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამივე მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამივე მათგანი სიმაღლიდან გადავარდა.
ინციდენტთან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისთვსი ცნობილი არ არის.