რიყეზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა

Construction News

რიყეზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ უამინდობის გამო, გუშინ რიყეზე, ლითონის კონსტრუქცია გადმოვარდა, რომელიც კორეის სამ მოქალაქეს დაეცა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი კლინიკაში გადაიყვანეს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი დაზარალებული კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ამ დროისთვის მხოლოდ მესამე ადამიანი რჩება კლინიკაში და მკურნალობს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამივე მათგანი კორეის მოქალაქე და ერთი ოჯახის წევრია.

მსგავსი სტატიები