რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

Construction News

რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა და 20 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. მოხდება ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები. ასევე დაგეგმილია  3 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა.

ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. აღნიშნული მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის. პროექტის ღირებულება 732,296,478 ლარია და სამუშაოების დასრულება  2022 წლისთვისთვისაა დაგეგმილი.

ხევი-უბისას გზა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის შემადგენელი ნაწილია. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი, E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინჟინრო თვალსაზრისით ურთულეს მონაკვეთს წარმოადგენს.

მსგავსი სტატიები