7 – 9 მაისის პერიოდში რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საავტომობილო მოძრაობის აკრძალვა უკავშირდება გვირაბის სახანძრო–სავენტილაციო სისტემების შემოწმებისა და შესწავლის სამუშაოებს, კერძოდ:
7 მაისის 22:00 სთ-დან 8 მაისის 08:00 სთ-მდე;
8 მაისის 22:00 სთ-დან 9 მაისის 08:00 სთ-მდე;
9 მაისს 14:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე.
რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება გვირაბის შემოვლით გზაზე.