რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა დროებით იკრძალება

Construction News

რიკოთის გვირაბში 3 ივნისს, 08:00 საათიდან დაგეგმილი პროფილაქტიკურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით აიკრძალება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცი​ა ავრცელებს.

რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემოვლით გზაზე. გვირაბში დროებითი შეზღუდვა 7 ივნისს, 08:00-ზე მოიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება.

მსგავსი სტატიები