რიგაში ‎€6 მილიონად შეფასებული საცხოვრებელი კვარტლის მშენებლობა დაიწყო

BDO.ge

ლატვიის დედაქალაქ რიგაში ახალი საცხოვრებელი კვარტლის მშენებლობისთვის 6,000,000 ევრო დაიხარჯება. აპარტამენტების პირველი ნაგებობის მშენებლობა უკვე დაწყებულია.

პროექტი სახელწოდებით “The Merks Viesturdarzs” ითვალისწინებს სხვადასხვა კლასის 3 საცხოვრებელი ნაგებობის მშენებლობას, სადაც ჯამში 350 აპარტამენტი განთავსდება. კვარტალი ლატვიის დედაქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ აშენდება.

პროექტის ავტორების თქმით, ახლო მომავალში საცხოვრებლის ტერიტორია რიგაში ყველაზე განვითარებული და თანამედროვე ადგილად იქნება მიჩნეული.

პროექტის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დაცე ტუმზა აღნიშნავს, რომ 2, 3 ან 4-საძინებლიანი საცხოვრებელი აპარტამენტები ორსართულიანი იქნება. თითოეულს ექნება ტერასა და აივანი. ტერიტორიაზე მოეწყობა რეკრეაციული ზონა, საბავშვო სკვერები და ველობილიკი.

მსგავსი სტატიები