რეზინის საღებავი – მაღალტექნოლოგიური მასალა რომელიც არ სუნთქავს

Modern Roofing

ერთი შეხედვითაც გასაგება, რომ რეზინის საღებავი განსხვავდება მისი “მოძმე” საღებავებისგან. ვიზუალურად ის არის სქელი მასა, რომელიც თითქოს იყინება და ელასტიურად ეკვრის ზედაპირს. მისი უპირატესობა სწორედ ელასტიურობაში მდგომარეობს, რაც 300-400% აღწევს.

გავიგოთ რას ნიშნავს ეს ციფრები პრაქტიკაში: თუ რეზინის საღებავს დავიტანთ მეტალის ფილაზე, ხოლო შემდეგ მოვხრით (მოვღუნავთ) ფილას, ვნახავთ რომ ზედაპირი არ გასკდება, არ დაზიანდება და საღებავი ლითონს არ მოშორდება. შედეგად შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ მასალა არასტაბილური ვითარებისთვისაც ვარგისია.

მაღალი გამძლეობის უნარის შედეგად, საღებავი ისეთ ზედაპირზეც რჩება, სადან სხვა საღებავი ჩამოიშლებოდა, ამიტომ მას ხშირად იყენებენ გალვანური ფოლადის და სხვა გლუვი ტიპის მასალებზეც, ასევე ბეტონსა და აგურზეც საუკეთესო შედეგს აჩვენებს.  

Building-tech-ის ინფორმაციით, მისი თერმოიზოლაციის უნარი -50 -იდან +60ºС-მდე მერყეობს, ხოლო საექსპლუატაციო ვადა 8-იდან 15 წლამდეა.

ამ მასალის უპირატესობაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ ის არ ატარებს წყალს, თუმცა ამავდროულად აღსანიშნავია, რომ ზედაპირი არ სუნთქავს, რაც მის უარყოფით მხარედ ითვლება.

რეზინის საღებავი მაღალტექნოლოგიურ მასალად მიიჩნევა და მისი მოხმარებისთვის შესაბამისი ცოდნაა საჭირო.

მსგავსი სტატიები