რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სტუდენტებს სტაჟირებას სთავაზობს

Construction News

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შეხვდა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა, რაც სტუდენტების სტაჟირებას, კვალიფიკაციის ამაღლებას და მათ შემდგომ დასაქმებას გულისხმობს.

ჩვენი სამინისტროს სამშენებლო არეალი ძალიან დიდია და მოიცავს როგორც სამშენებლო სექტორს, ასევე საპროექტო სამუშაოებს, გარემოსდაცვით და გეოლოგიურ კვლევებს, წყალგაყვანილობის და ნარჩენების მართვის მენეჯმენტს და ა.შ. ძალიან ხშირად ვაწყდებით კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობას. ჩვენს კონტრაქტორებსაც აქვთ სურვილი დაასაქმონ ახალგაზრდა პროფესიონალები, მაგრამ სამწუხაროდ მათ ვერ პოულობენ, სწორედ ამიტომ ჩვენს თანამშრომლობას უმაღლეს სასწავლებლებთან  დიდი პერსპექტივა აქვს. გადავწყვიტეთ თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ იმაზე, რა შეგვიძლია გავაკეთოთ სამშენებლო სექტორში ამ პრობლემის გადასაჭრელად. ჩვენი სურვილია სტუდენტებმა სტაჟირება გაიარონ ჩვენს სამსახურებში და კონტრაქტორებთან და თეორიულ გამოცდილებას პრაქტიკულიც შეუთავსონ”, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ქარსელაძემ დამსწრეებს სტაჟირებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა წარუდგინა და სურვილი გამოთქვა, რაც შეიძლება მალე მოხდეს მემორანდუმის გაფორმება ამ მიმართულებით, რომ ამა წლის  აგვისტოში სტუდენტებმა უკვე შეძლონ პრაქტიკის გავლა ობიექტებზე.

მსგავსი სტატიები