ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წელს 100 მილიონით მეტი აითვისა

Construction News

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გასულ წელთან შედარებით, პირველი მაისის მდგომარეობით, 100 მილიონი ლარით მეტი აითვისა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, როგორც ცენტრალურ, ისე მუცინიპალურ დონეზე ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება.

„შარშანდელთან შედარებით, პირველი მაისის მდგომარეობით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აითვისა 350 მილიონი ლარი, ანუ გასულ წელთან შედარებით 100 მილიონი ლარით მეტი. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გეგმას გადააჭარბა 27%-ით, ხოლო საავტომობილო გზების დეპარტამენტმა – 17%-ით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ბიუჯეტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის. განსახორციელებელი პროექტებისთვის ფონდიდან გამოყოფილი თანხა 261 მილიონ ლარზე მეტია, რაც წინა წლის იგივე მაჩვენებელს 1.7-ჯერ აღემატება. დღეის მდგომარეობით ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 207 მილიონი ლარის ღირებულების 409 პროექტის განხორციელებაზე, საიდანაც 250 ობიექტზე სამუშაოები უკვე დაწყებულია.

მსგავსი სტატიები