არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, რეგიონის უმსხვილესი აკვარიუმი – „Al Qana” 2020 წლისთვის აშენდება.
მშენებელი კომპანია „Al Barakah International Investment (BII)“-ის განმარტებით, რეგიონში უმსხვილესი აკვარიუმისა და საამიროებში უდიდესი კინოთეატრის მშენებლობის დასრულება 2018 წელს იგეგმებოდა, თუმცა „Al Qana“-ს უნიკალური ელემენტების შემუშავებას დამატებითი დრო დასჭირდა.
russianemirates-ის ინფორმაციით, პროექტი მოიცავს 7 საკვანძო ზონას, მათ შორისა გასართობი დაწესებულებები, კინოთეატრი, გამაჯანსაღებელი ცენტრი, VR-პარკი, ბავშვთა სათამაშო მოედანი, ღია სკეიტ-პარკი და საზოგადოებრივი სივრცე.