საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის შემდეგი ოდენობის სანქციებია დადგენილი:
• სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების დარღვევა ან შეუსრულებლობა 500 ლარის ოდენობით ჯარიმდება;
• იმავე ქმედების განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის მოქმედების პირობებში ჩადენა 1,000 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს;
• შიდახანძარსაწინააღმდეგო პირველადი საშუალებისთვის სახანძრო უსაფრთხოების დარღვევა 1,000 ლარის ოდენობით ჯარიმდება;
• საევაკუაციო და ავარიული გასასვლელების, ხანძრის ავტომატური ქრობისა და სახანძრო სიგნალიზაციის არქონა 1,000 – 5,000 ლარამდე ჯარიმდება;
• შენობა-ნაგებობასთან მისასვლელებისთვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა ჯარიმდება 1,000 ლარის ოდენობით;
• კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის ჩაქრობის საქმიანობის წესებისა და მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა 5,000 – 1,0000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს;
• სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევა 1,000 ლარის ოდენობით ჯარიმდება;
• საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის, მატერიალური და კულტურული ფასეულობების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობა ითვალისწინებს ჯარიმას 3,000 ლარის ოდენობით;
• წყალსადენის ქსელის მფლობელის ან ექსპლუატაციის გამწევი ორგანიზაციის მიერ სახანძრო ჰიდრატების მოვლა-პატრონობისთვის დადგენილი წესების დარღვევა ან შეუსრულებლობა 3,000 – 5,000 ლარამდე ჯარიმდება;
• საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირისთვის ხელის შეშლა ჯარიმდება 1,000 ლარის ოდენობით.