რაჭასა და სამცხე-ჯავახეთში ეროვნული პარკები მოეწყობა

Construction News

რაჭასა და სამცხე-ჯავახეთში ეროვნული პარკები მოეწყობა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომლის განხილვაც პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.

კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, ონის მუნიციპალიტეტში, 64,164,8 ჰა ტერიტორიაზე, იქნება ახალი დაცული ტერიტორია – რაჭის ეროვნული პარკი. ხოლო სამცხე-ჯავახეთში იქმნება ახალი დაცული ტერიტორია – ერუშეთის ეროვნული პარკი, 11,680,5 ჰა ტერიტორიაზე, ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტებში.

bpn.ge

მსგავსი სტატიები