რადიოქალაქის პროექტის ინვესტიციის მოცულობა 20 მილიონ ლარზე მეტი იქნება

Construction News

მუხიანში, რადიოქარხნის ტერიტორიაზე სარეკრეაციო-ახალგაზრდული სივრცის   მოსაწყობად აუქციონი დღეს გამოცხადდება. პროექტის განსახორციელებლად ინვესტიციის მოცულობა 20 მილიონ ლარზე მეტი იქნება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

“ჩვენ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გვქონდა, რომელთაც ამ პროექტთან დაკავშირებით ჩვენი ხედვა წარვუდგინეთ. დარწმუნებული ვართ, მათი მხრიდან ინტერესი ძალიან დიდი იქნება და ერთ-ერთი საუკეთესო  პროექტი განხორციელდება,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტის   განხორციელებას დაახლოებით 4 წელი დასჭირდა.

მსგავსი სტატიები