ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე უხვი წყლის ნაკადის გამო მოძრაობა აკრძალულია

Construction News

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 91-ე კილომეტრზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 91-ე კილომეტრზე, გზის სავალ ნაწილზე გადმოდის უხვი რაოდენობით წყლის ნაკადი. შესაბამისად, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

მსგავსი სტატიები