პუერტო-რიკოში ქარიშხლით დაზიანებული სკოლების რეაბილიტაცია $11 მილიარდი დაჯდება

Construction News

პუერტო-რიკოში სკოლების სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოების ღირებულება 11 მილიარდი აშშ დოლარი იქნება. ქვეყნის განათლების სამინისტროს მონაცემებით, აღდგენითი სამუშაოები ეტაპობრივად 856 სკოლაში ჩატარდება. სკოლების რეაბილიტაციის პროექტი მას შემდეგ შემუშავდა, რაც 2017 წელს ქარიშხალმა “ირმამ” და “მარიამ” პუერტო-რიკოს კუნძულები დააზიანა.

ქვეყნის განათლების მინისტრის, იულია კელეჰერი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პროცესი 3-დან 7 წლამდე გაგრძელდება. თავდაპირველად რეაბილიტაცია 64 სკოლაში დაიწყება.  

Construction Dive-ის ინფორმაციით, $100 მილიონი, შესაძლოა, აშშ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოდანაც (FEMA) გამოიყოს, რადგან უწყებამ დახმარების მზადყოფნა 2018 წლის დეკემბერში გამოთქვა.

თუმცა, აღნიშნული გეგმა, შესაძლოა, შეიცვალოს, თუ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა დაიწყება. ასეთ შემთხვევაში აშშ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოდან გამოყოფილი თანხა კედლის მშენებლობას მოხმარდება.

მსგავსი სტატიები