პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 22 მაისიდან რამდენიმე გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

Construction News

ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოების გამო, გორის, ქობულეთის შემოვლითი გზისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვები ეტაპობრივად დაწესდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გორის საავტომობილო გვირაბში შეზღუდვები დაწესდება 22 მაისის 08:00 სთ-დან 24 მაისის 08:00 სთ-მდე. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 24-ე და 28-ე კმ-ებზე მდებარე საავტომობილო გვირაბებში, 2019 წლის 22 მაისის 08:00 სთ-დან 23 მაისის 08:00 სთ-მდე აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

რაც შეეხება ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბს, ტერიტორიაზე აკრძალვა 29 მაისის 08:00 სთ-დან 31 მაისის 08:00 სთ-მდე იმოქმედებს.

მსგავსი სტატიები