პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონამდე მისასვლელი გზა 9 კმ-მდე შემცირდება

Construction News

ხონის მუნიციპალიტეტში, ძეძილეთი-გორდი-ნოღის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, ასევე მდინარე ცხენისწყალზე და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, მდ. მეჭიაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა, კიუვეტების, გაბიონებისა და საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული გზით, ხონის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები უმოკლესი მანძილით დაუკავშირდებიან ერთმანეთს.

პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისითაც, შემცირდება გადაადგილების მანძილი პრომეთეს მღვიმედან – ოკაცეს კანიონის მიმართულებით, რაც 60 კმ-ის ნაცვლად 9 კმ-ის გავლით იქნება შესაძლებელი.

პროექტის ღირებულება 16,541,661 ლარს შეადგენს.

მსგავსი სტატიები