ახალგაზრდა სამეფო ოჯახის ახალი სახლი გაარემონტეს, ჯამური ხარჯით £2,4 მილიონი.
ინფორმაცია ხარჯი შესახებ გამოაქვეყნეს, როგორც სამეფო ოჯახის ყოველწლიური ბიუჯეტის ნაწილი.
კოტეჯი “Frogmore” დედოფალმა გადასცა ახალაგაზრდა ოჯახს და 6 თვე რემონტდებოდა.
მანამდე ეს შენობა, სამეფო ოჯახის მომსახურე პერსონალისთვის იყო განკუთვნილი და 5 ნაწილად იყო დაყოფილი, ხოლო რეკონსტრუქციის შემდეგ ერთ საცხოვრებელ სივრცედ გარდაიქმნა.
შენობას ერთიანი სახე დაუბრუნდა და მოძველებული ინფრასტრუქტურა განახლდა, რაც უძრავი ქონების გრძელვადიან საექსპლუატაციო ვადას განაპირობებს”, – განაცხადა სერ მაიკლ სტივენსმა, რომელიც პასუხისმგებელია სამეფო ოჯახის ხარჯებზე.
ინფორმაციას skynews ავრცელებს.