პრემიერმა სოფელ ფოკაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დააანონსა

Construction News

საქართველოს პრემიერ-მინისტრი წმინდა ნინოს დღესასწაულზე ნინოწმინდის სოფელ ფოკაში იმყოფებოდა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, 1,700 წლის წინ ამ წმინდა მიწაზე ფეხი დაადგა წმინდა ნინომ, ვაზის ჯვრით, დაიწყო და გააგრძელა ქართლის მოქცევა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ფოკაში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს განხორციელებას, რაც ტერიტორიას ახალ სიცოცხლეს შემატებს.

„ეს იქნება ახალი გზები, ეს იქნება ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მინიმუმ 10-ჯერ გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა ამ ულამაზეს კუთხეში. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რა საგანძურის მფლობელია საქართველო და ეს ულამაზესი კუთხე. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს და გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სტატიები