საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რაჭაში კომპანია „იწის წყლის“ მტკნარი წყლის საწარმოში იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აშენდა.
ISO სერტიფიკატის მფლობელ საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 850,000 დოლარია. მის ასაშენებლად კომპანიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 7,500 კვადრატული მეტრი მიწა სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცა.
საწარმოო პროცესი წყლის მოპოვებით იწყება და პროდუქტისთვის საბოლოო სახის მიცემით სრულდება. საწარმოში 15 ადგილობრივია დასაქმებული.