პრემიერი: მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს ის არქიტექტურა და სიმდიდრე, რაც გვაქვს

Construction News

ინვესტიციების მოზიდვა მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ის ისტორიული არქიტექტურა და სიმდიდრე, რაც გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათუმის“ მიმართვის საპასუხოდ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ძველ ბათუმში ინვესტორების უფლებების დაცვის ხარჯზე, ქალაქში ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა ნადგურდება.

„ჩვენთვის ინვესტიციების მოზიდვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ის ისტორიული არქიტექტურა და სიმდიდრე, რაც გვაქვს. რა თქმა უნდა, არც ერთი ინვესტიცია არ უნდა ხორციელდებოდეს ამის ხარჯზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სტატიები