პრემიერი – ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მეშვეობით, გავასამმაგებთ ტურისტების რაოდენობას

Construction News

მამუკა ბახტაძემ სოფელ კინჩხაში ახლად აშენებული ვიზიტორთა ცენტრი და ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

ბუნების ძეგლზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ვიზიტორთა  ცენტრის გარდა, მოეწყო ბილიკები და გადასახედი პლატფორმები, რაც ბუნების ძეგლის დათვალიერებას მეტად უსაფრთხოს და კომფორტულს ხდის. ინფრასტრუქტურული პროექტი ბიუჯეტიდან 1,100,000 ლარით დაფინანსდა.

ჩვენ გავაფართოვეთ ოკაცეს კანიონის პროექტი, რომელიც ტურისტებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. დარწმუნებული ვარ, სოფელ კინჩხაში მოწყობილი ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მეშვეობით, მინიმუმ გავასამმაგებთ ტურისტების რაოდენობას ამ ულამაზეს კუთხეში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრი ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

მსგავსი სტატიები