პრეზიდენტის სასახლეში, შესაძლოა, ეროვნული მუზეუმი განთავსდეს

პრეზიდენტის ავლაბრის ყოფილ რეზიდენციაში, შესაძლოა, ეროვნული მუზეუმი განთავსდეს. საკითხზე გადაწყვეტილებას პარლამენტში მომუშავე ჯგუფი კონსულტაციის შემდეგ მიიღებს.

„სამუშაო ჯგუფი შეიქმნა და განიხილავს ვარიანტებს, ვერსიებს, თუ როგორ შეიძლება ყველაზე უკეთ ამ შენობის გამოყენება. მთავარი ამოცანაა, რომ ეს შენობა მაქსიმალურად მოემსახუროს საზოგადოებას, ხალხს. ვფიქრობ, ფინანსურად და სოციალურადაც საინტერესო იქნება ასეთი პროექტის განხორციელება“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

საპრეზიდენტო სასახლეში მუზეუმის განთავსება პროექტის ავტორის, არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის იდეაა.

შეგახსენებთ, რომ ავლაბარში მდებარე საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი სასახლე 2004-2009 წლებში აშენდა და მასში პრეზიდენტი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. ამ ეტაპზე, პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეშია განთავსებული.

მსგავსი სტატიები