პომერანიის პროვინციაში პოლონეთის პირველ ატომურ ელექტროსადგურებს ააშენებენ

Construction News

პოლონეთის ჩრდილო-დასავლეთით, პომერანიის პროვინციაში ქვეყნის პირველ ატომურ ელექტროსადგურებს ააშენებენ. ამის შესახებ პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრმა, კრიშტოფ ჩხოროვსკიმ მედიასთან საუბრისას განაცხადა. სამუშაოებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული კომპანია “Polska Grupa Energetyczna” განახორციელებს.

მინისტრის თქმით, 2 ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისთვის ადგილობრივი მოსახლეობისგან თანხმობა მიღებულია. თითოეული სადგურის სიმძლავრე 6 გიგავატი იქნება.

ატომური ელექტროსადგურის პროგრამა 2014 წელს დამტკიცდა, პროექტზე მუშაობა კი 2017 წლიდან დაიწყო. პროვინციის 3 ქალაქში “ლოკალიზაციისა და გარემოსდაცვითი კვლევები” უკვე ჩატარებულია. სადგურების მშენებლობა 2033 წელს დასრულდება.

მსგავსი სტატიები