პლასტიკი შოტლანდიის გზების სამშენებლო მასალა გახდა

Modern Roofing

შოტლანდიელმა მკვლევარმა ტობი მაკკარტნიმ განცხადება გააკეთა პლასტიკის გზების პროექტის შესახებ.

მკვლევარის აზრით, გზები რომლებიც პლასტმასით აშენდება, არამხოლოდ დედამიწას განტვირთავს პლასტმასის ნარჩენებისგან, არამედ უფრო ხარისხიანი და გამძლე იქნება, ვიდრე ჩვეულებრივი ასფალტის საფარი. გარდა ამისა, პლასტიკური გზის შეკეთების პროცესიც გაცილებით ეკოლოგიური იქნება.

შოტლანდიელმა მკვლევარმა უკვე  საკუთარი კომპანიაც დააფუძნა სახელწოდებით  MacRebur, რომელიც  გზის ინოვაციური საფარის წარმოებას განახორციელებს.

პლატიკური საფარის შექმნის პროცესი სავსებით მარტივია: გადამუშავებულ მეორად პლასტმასს უმატებენ ტრადიციულ ასფალტს, შემდეგ ქმნიან გრანულებს, სახელწოდებით MR6. ეს უკანასკნელი, ბიტუმის შემცვლელია გზის მშენებლობის პროცესში. ტრადიციულ ასფალტში ბიტუმის წილი 10%-ს აღწევს, ხოლო ბიტუმი ნავთობპროდუქტია, ამიტომ ამოწურვად რესურსადაა მიჩნეული.

ტობი მაკკარტნი აღნიშნავს, რომ ამ ტექნოლოგიის საშუალებით, გზების საექსპლუატაციო ვადა გაიზრდება. მისი განმარტებით, პლასტიკურ გზას შეუძლია 10-ჯერ უფრო ხანგრძლივი ვადით გაძლოს, ვიდრე ტრადიციული ასფალტის გზას.

მსგავსი სტატიები