პირველი წყალქვეშა სასტუმრო მალდივებზე აშენდა

Construction News

მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მეტი უცნაური სასტუმრო შენდება. სასტუმროს მფლობელები თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომ არამხოლოდ განთავსების ადგილი შექმნან, არამედ უნიკალური საცხოვრებელი გარემო, რომელიც ტურისტების დიდ რაოდენობას მიიზიდავს.

ცოტა ხნის წინ, ახალი არაორდინალური წყალქვეშა სასტუმრო აშენდა. მიუხედავად მაღალი ფასებისა, სასტუმროს ვიზიტორთა რაოდენობა მცირე არ არის.

პროექტი Muraka (სასტუმროს სახელი ითარგმნება როგორც მარჯანი) ცნობილმა არქიტექტორმა აჰმედ სალიმმა შეიმუშავა. მისთვის ეს პირველი წყალქვეშა პროექტი არაა. არქიტექტორმა რამდენიმე წლის წინ მალდივებზე წყალქვეშა რესტორნის (Ithaa­) პროექტი შეიმუშავა. ამჟამად კი ამავე კურორტზე – Cоnrad Maldives Rangali Island Resоrt წყალქვეშა სასტუმრო აშენდა. სასტუმრო წყალში 5 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.

ორიგინალური პროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ მშენებლები, ინჟინრები და ეკოლოგებიც, რადგან უნიკალურ სამეფო რიფებზე სასტუმროს აშენება გარკვეულ რისკებს აჩენდა.

sc-os.ru

მსგავსი სტატიები